მსოფლიო

GUARDIAN.GE - უკრაინაში სპეცოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ის გაგრძელდება დასახული მიზნების მიღწევამდე - ქვეყნის დემილიტარიზაციამდე და დენაციფიკაციამდე და შედეგად, უკრაინა უნდა გახდეს ნეიტრალური, რომელიც არ გაატარებს ანტირუსულ პლიტიკას და იქნება რუსეთის ნორმალური მეზობელი, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა რუსულ მედიასთან საუბრისას.

სრულად...

GUARDIAN.GE - ავსტრალიამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, რუსეთისთვის დახმარების გაწევის გამო სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. სანქცირებულთა შორის არიან ასევე ლუკაშენკოს ცოლი გალინა და მისი ვაჟი ვიქტორი, რომელიც ადრე მთავრობაში ეროვნული უსაფრთხოების განხრით მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

 

სრულად...

GUARDIAN.GE -  ევროპულმა საბჭომ მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებლივ შეაჩეროს „სამხედრო დანაშაულები“ უკრაინაში. ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის მმართველი ორგანოა, ხუთშაბათ საღამოს გამართულ შეხვედრაზე დაასკვნა, რომ რუსეთი თავს ესხმის მშვიდობიან მოქალაქეებს და სამოქალაქო ობიექტებს - საავადმყოფოებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სკოლებსა და თავშესაფრებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ იგი არ არის ოპტიმისტურად განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ევროპაში ომი აზიური კუნძულიდან, ტაივანიდან კაპიტალის მასობრივი გადინების მიზეზი გახდა. როგორც CNN იტყობინება, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააძლიერა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ჩინეთმა გაზარდოს თავისი სამხედრო ძალა ტაივანის წინააღმდეგ, რამაც კუნძულიდან უცხოელი ინვესტორების უპრეცედენტო გადინება განაპირობა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ყოფილმა რუსმა ნავთობმაგნატმა, ერთ დროს რუსეთის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, მიხეილ ხადარკოვსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები იმავე შეცდომას უშვებენ ვლადიმერ პუტინთან მიმართებაში, რასაც მათი წინამორბედები ჰიტლერთან უშვებდნენ.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი, ჩეხი ემიგრანტი, მადლენ ოლბრაიტი 84 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. იგი ამერიკის პირველი დიპლომატი 1997 წელს, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს გახდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ანატოლი ჩუბაისი, რუსეთის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ათწლეულების განმავლობაში, გარემოს დაცვის საკითხებში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს ტოვებს, იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნებისმიერი კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებთან იქნება დაკავშირებული, უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზით და არა მხოლოდ მის მიერ. აღნიშნული განცხადება მან უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გააკეთა. „ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც გადაწყდება პარლამენტის და უკრაინელი ხალხის მიერ“, - თქვა მან.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსულმა გამოცემამ „კომსომოლსკაია პრავდამ“ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, შემდეგ კი წაშალა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის ომში რუსული შეიარაღებული ძალების 9 861 სამხედრო პირია მოკლული.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი