მსოფლიო

GUARDIAN.GE - ცხრამეტი მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი დაიღუპა სამხრეთ ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლებისას, 13 ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სან ანტონიოს საავადმყოფოში მოთავსებული 66 წლის ქალი და 10 წლის გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაუთმოს ტერიტორია რუსეთს იმისათვის, რომ შეჭრა დასრულდეს. მან დაჟინებით მოუწოდა შეერთებულ შტატებს და დასავლეთს არ ეცადონ რუსეთის დამამცირებელ დამარცხებას უკრაინაში და გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ამან შესაძლოა, ევროპის გრძელვადიანი სტაბილურობა გააუარესოს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ავსტრალიაში შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ სკოტ მორისონის „კონსერვატიული“ მთავრობა დაამარცხა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზი გახდა, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებს თუ არა იგი უმრავლესობის ჩამოყალიბებას.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ უოკერ ბუშმა ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის ნაცვლად, შემთხვევით პუტინის ერაყში შეჭრა დაგმო, თუმცა მალევე გამოასწორა თავისი ნათქვამი და აღნიშნა, რომ იგი უკრაინას გულისხმობდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და აღმოსავლეთში გამარჯვებითაც კი შესაძლოა, კონფლიქტი არ დასრულდეს. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სასტიკი ბრძოლები გრძელდება და რუსეთი ცდილობს ტერიტორიის აღებას. მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის აღების მცდელობებს მძაფრი წინააღმდეგობა გაუწია, მოსკოვმა აქცენტი აღმოსავლეთ ნაწილზე გააკეთა და დონბასის რეგიონის ხელში ჩაგდების მიზნით თავისი ჯარების გადაჯგუფება მოახდინა, თუმცა, აშშ-ის დაზვერვის განცხადებით, ამის მიუხედავად, რუსული ჯარები ჩიხში რჩებიან.

სრულად...

GUARDIAN.GE - ლეონიდ კრავჩუკი, დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი, 88 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იგი პრეზიდენტის პოსტს 1991-1994 წლებში იკავებდა, 1994-2006 წლებში კი ქვეყნის უმაღლესი რადას, პარლამენტის წევრი იყო.

სრულად...

GUARDIAN.GE - საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში მიღებას ათწლეულები დასჭირდება. სტრასბურგში, ევროკავშირის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მან უკრაინას შესთავაზა ბლოკში გაწევრიანების დალოდების პერიოდში „პარალელურ ევროპულ საზოგადოებას“ შეუერთდეს. მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შეუერთდნენ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას სხვა გზებით.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინის იარაღით მომარაგებას და დაიმუქრა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით დატვირთული NATO-ს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკრაინაში შევა, განადგურდება.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უკრაინის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის კონგრესს 33 მილიარდ აშშ დოლარს სთხოვს, თუმცა აცხადებს, რომ აშშ „რუსეთს არ ესხმის თავს“. ბაიდენმა თქვა, რომ დახმარების პაკეტის დამტკიცება „კრიტიკულია“, რაც მისი თქმით, საშუალებას მისცემს უკრაინას თავად დაიცვას საკუთარი თავი.

სრულად...

GUARDIAN.GE - თურქეთს სჯერა, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის უთანხმოებების დიპლომატიური დარეგულირების გზები ამოწურული არ არის. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი