მსოფლიო

GUARDIAN.GE - ჩინეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბოინგი 737-800, რომლის ბორტზეც 132 ადამიანი იმყოფებოდა, ორშაბათს სამხრეთ ჩინეთში, პროვინცია გუანჯოუში, მთებში ჩამოვარდა. სახანძრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კატასტროფის ადგილზე სიცოცხლის ნიშნები არ აღინიშნებოდა, იტყობინება Reuters-ი სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი პარასკევს პოლონეთში ჩავა მას შემდეგ, რაც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატოს მოკავშირეებს, დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება, - იტყობინება თეთრი სახლი.

სრულად...

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მისი ქმედებები გამო საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეს.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვისას პრო-დასავლელ რუსებს „ეროვნული მოღალატეები“ უწოდა. „დასავლეთი შეეცდება დაეყრდნოს ე.წ. მეხუთე კოლონას, ეროვნულ მოღალატეებს, მათ, ვინც ფულს შოულობენ ჩვენთან, მაგრამ ცხოვრობენ იქ. მე „იქ ცხოვრებაში“ ვგულისხმობ არა ამ სიტყვის გეოგრაფიულ მნიშვნელობას, არამედ მათი ფიქრების, მათი მონური ცნობიერების მიხედვით ცხოვრებას“, - განაცხადა პუტინმა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „სამხედრო დამნაშავე“ უწოდა. ბაიდენის მიერ პუტინისადამი ამგვარი ტერმინის გამოყენება პირველი შემთხვევაა. თეთრმა სახლმა მოგვიანებით განაცხადა, რომ პრეზიდენტი „თავისი გულიდან საუბრობდა“. მიუხედავად ამისა, კრემლმა აღნიშნულ შეფასებას „მიუტევებელი რიტორიკა“ უწოდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - იაპონიაში ოთხშაბათ ღამით, ადგილობრივი დროით 23:36 საათზე მომხდარმა მძლავრმა მიწისძვრამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაზიანებები აქვს მიღებული სულ მცირე 90 ადამიანს, ელექტროენერგია კი დროებით 2 მილიონზე მეტ მობინადრეს გაეთიშა, მათ შორის 700 000 ოჯახს ტოკიოში, იტყობინება BBC.

სრულად...

GUARDIAN.GE - იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე ზეწოლას, რომ ოფიციალურად თქვას უარი ნატოში გაწევრიანებაზე, დათანხმდეს ნეიტრალიტეტს და ოფიციალურად აღიაროს დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის სეპარატისტული პროვინციები, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ჰორიზონტზე არ ჩანს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებში კი უკრაინის ნეიტრალიტეტის თაობაზე პუტინისგან წამოსული ინიციატივის განსახილველად მოლაპარაკებების დაწყება დასაშვებად მიიჩნია. 

სრულად...

GUARDIAN.GE - იაპონიის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონია დამატებით კიდევ 17 რუსის აქტივებს გაყინავს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალი სანქციების სამიზნე ჯგუფში მოხვდნენ მილიარდერ იური კოვალჩუკის ოჯახის წევრები, რუსეთის პარლამენტის წევრები და რუსი ოლიგარქი ვიქტორ ვეკსელბერგი.

სრულად...

GUARDIAN.GE - დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი და სამმა დაზიანება მიიღო უკრაინის დედაქალაქ კიევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, იტყობინება უკრაინის სახელმწიფო ტელევიზია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებით კი, დღეს დილით, ადგილობრივი დროით 07:40 საათზე დაბომბვის შემდეგ, ორი ცხედარია ნაპოვნი, სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დიდი შვიდეული უფრო მეტ რუს ოლიგარქს და მათი ოჯახების წევრებს დაუწესებს სანქციებს, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას და ომის გაგრძელებას უკავშირდება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი