მსოფლიო

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟი, დონალდ ტრამპ უმცროსი, 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, დათანხმდა კრემლთან კავშირის მქონე რუს ადვოკატთან შეხვედრას მას შემდეგ რაც ჰილარი კლინტონის შესახებ ზიანის მიმყენებელი ინფორმაციის მიწოდებას შეჰპირდნენ. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ თეთრი სახლის სამ მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ მან „მძლავრად მოახდინა ზეწოლა“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე მოსკოვის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევასთან დაკავშირებით, მათ შორის გამართულ პირველ პირისპირ შეხვედრაზე ჰამბურგში, მაგრამ არ გაუხდია საკამათოდ მოსკოვის მტკიცება, რომ მან მიიღო პუტინის უარყოფა ჩარევის თაობაზე და გამოაცხადა, რომ „დროა წინ წავიწიოთ“ შეერთებული შტატების კონსტრუქციულ ურთიერთობებში რუსეთთან მიმართებაში. ამის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს.

სრულად...

ერაყის პრემიერ მინისტრი ჰაიდერ ალ-აბდალი მოსულში ჩავიდა, რომ „მიულოცოს ერაყის არმიას და ერაყელ ხალხს“ თავიანთი საბოლოო გამარჯვება ქალაქის აღებასთან და „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებასთან დაკავშირებით.

სრულად...

ჩინეთის პრეზიდენტთან, ქსი ძინპინგთან შაბათს, ჰამბურგში გამართულ შეხვედრაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შემრიგებლური ტონი დაიკავა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ განაგრძონ მუშაობა ორ მნიშვნელოვან საკითხზე - ჩრდილოეთ კორეისაგან მომდინარე ბირთვულ საფრთხესა და ორმხრივი ვაჭრობის სადავო საკითხებზე.

სრულად...

ერაყის არმია ქვეყნის უძველესი ქალაქის, მოსულის ხელში ჩასაგდებად გამართული ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ ქალაქში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ბოლო კერებს ანადგურებს.

სრულად...

შაბათს, „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნაცვლად ყურადღების ცენტრში მისი ქალიშვილი ივანკა ტრამპი მოექცა, რომელმაც ქალებისთვის სესხის პროგრამა წამოიწყო და ცოტა ხნით მამამისისთვის განკუთვნილი სკამი დაიკავა მსოფლიო ლიდერების გვერდით.

სრულად...

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიაში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტი „შესანიშნავ წარმატებად“ გამოაცხადა, მიუხედავად მისი ქვეყნის იზოლირებული პოზიციისა კლიმატის ცვლილებაზე.

სრულად...

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შაბათს განაცხადა, რომ მისი აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კმაყოფილი დარჩა მისი მტკიცებით, რომ რუსეთი არ ჩარეულა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

სრულად...

ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს თვალები დაუბრიალა? 

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრის დასაწყისშივე წამოწია ამერიკელი ხალხის წუხილი მოსკოვის მიერ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი