უფრო მეტი

პოლიცია შეერთებული შტატების ლუიზიანას შტატში შეიარაღებულ მამაკაცს ეძებს, რომელმაც 5 ადამიანი, მათ შორის თავისი მშობლები მოკლა, ცალკე მომხდარი, მაგრამ ერთმანეთთან კავშირში მქონე სროლებისას, იტყობინება BBC.

სრულად...

ესპანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა გააფრთხილეს ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომ თუკი 8 დღეში არჩევნებს არ დანიშნავს, ისინი ოფიციალურად აღიარებენ ოპოზიციას.

სრულად...

300-ამდე ადამიანია გამოცხადებული დაკარგულად მას შემდეგ, რაც ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რკინის მადნის მომპოვებელი მაღაროს კაშხალმა კოლაფსი განიცადა, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.

სრულად...

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანებდა პოლიტიკურ ზეწოლას დაასრულოს შეერთებული შტატების ისტორიაში მთავრობის ყველაზე ხანგრძლივი დახურვა. 35 დღის შემდეგ მან მხარი დაუჭირა ფედერალური სააგენტოების სამი კვირით დაფინანსებას, მაგრამ ის არ მოიცავს არც ერთ ცენტს იმ თანხების, რასაც პრეზიდენტი აშშ-მექსიკის საზღვრის კედლის ასაშენებლად მოითხოვდა.

სრულად...

ფრენები შეჩერდა ნიუ იორკის „ლაგუარდიას“ აეროპორტის მიმართულებით, რაც საჰაერო მოძრაობის კონტროლის თანამშრომელთა ნაკლებობითაა გამოწვეული, განაცხადა შეერთებული შტატების ფედერალურმა საავიაციო სამსახურმა.

სრულად...

საბერძნეთის პარლამენტმა მეზობელი ჩრდილო მაკედონიისთვის სახელის გადარქმევის 27-წლიანი კამათი დაასრულა. დეპუტატებმა 156 ხმით 146-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის სახელს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ფართო ფენებში ამასთან დაკავშირებით ოპოზიციური განწყობაა.

სრულად...

დედოფალმა ელისაბედ მეორემ დაჟინებით მოუწოდა ადამიანებს „გამონახონ საერთო ენა“ და პატივი სცენ „განსხვავებულ აზრებს“. კომენტატორები აცხადებენ, რომ დეოდოფლის კომენტარი „ბრექსიტის“ დებატების კონტექსტში იქნება აღქმული იმ ფონზე, როცა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით თემთა პალატა მომავალ კვირას კვლავ კენჭისყრას მართავს.

სრულად...

ტრამპის დიდი ხნის მოკავშირე და საარჩევნო კამპანიის ყოფილი მრჩეველი, როჯერ სტოუნი ფლორიდაში დააპატიმრეს იგი სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიების ფარგლებში იქნა ბრალდებული.

სრულად...

გუაიდომ, რომელმაც ოთხთშაბათს საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, ინტერვიუში თქვა, რომ იგი კრიზისის დასასრულებლად ყველა სექტორთან, მათ შორის სამხედროებთანაც ცდილობს კომუნიკაციის დამყარებას.

 

სრულად...

რუსეთმა დაგმო უცხოეთის სახელმწიფოთა მხარდაჭერა ვენესუელას ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოსადმი, რომელმაც საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და აღნიშნულს „ძალაუფლების უზურპაციის“ მცდელობა უწოდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი