The New York Times -ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, ორი ქალი დონალდ ტრამპს უადგილო შეხებაში ადანაშაულებს. ბრალდებებს ტრამპის წარმომადგენელმა "შეთხზული" უწოდა, მაგრამ ჩანაწერმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს "რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანიას, მაშინ როცა მხოლოდ 4 კვირაზე ნაკლები რჩება შეერთებული შტატების 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, დავით აღმაშენებლის ძეგლის სიახლოვეს მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე ავარდა. ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან Guardian.ge-ის კორესპონდენტი იტყობინება.
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, დავით ბაქრაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ნოდარ ხადურის განცხადებით, ლართან დაკავშირებით, კონკრეტული პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საშუალოვადიან პერსპექტივაში გაცვლითი კურსი დასტაბილურდება და გამყარდება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გელა დუმბაძეს უმასპინძლა, რომელმაც მიხეილ ჯანელიძეს ლევილის მამულის სიმბოლური გასაღები გადასცა.
ხობის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დასრულდა.
სოზარ სუბარმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭუბერისა და ნაკრის სკოლებს, სადაც დევნილი და ეკომიგრანტი ბავშვები სწავლობენ, სპორტული ინვენტარი ჩაუტანა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან და სპეციალისტებთან ერთად, ძველი თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში ლეღვთახევში მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის სამუშაო პროცესს პირადად გაეცნო.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და ვაკის რაიონის გამგებელ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის მემორიალური დაფა გახსნა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და აშშ-ის სენატორმა, ჯო დონელმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის რეგიონული ლაბორატორია დაათვალიერეს და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ განხორციელებულ სამუშაოების შედეგებს ადგილზე გაეცნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.