"საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის" ფარგლებში, "ეტალონის" შემოქმედებითმა გუნდმა საგანმანათლებლო-შემეცნებით მედიაპროექტ „ეტალონში" ინტელექტუალური შეჯიბრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გამართა.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0335 პუნქტით გამყარდა.
ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დაესწრნენ.
როგორ შეიძლება ორი სახელმწიფოს პრეზიდენტების შეხვედრაზე იყოს საუბარი იმ ვითარებაში, როდესაც თითქმის ყველა ქართველი პოლიტიკოსი, ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში რუსეთს ადანაშაულებს, - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ დღეს არსებულ ვითარებაში ამ საკითხზე საუბარი შეუძლებელია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინმა პრაღაში განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან ამ ეტაპზე სავიზო რეჟიმს სხვადახვა მიზეზის, მათ შორის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ გააუქმებს.
უნდა მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ესკალაცია შევამციროთ და გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომელ რეჟიმშიც უკვე შესაძლებელი იქნება პრობლემების მოგვარებაზე საუბარი," - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგორი კარასინის პრაღაში დღეს გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომლის მიხედვითაც "დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ცხადად მზარდი ანტირუსული რიტორიკაა".
დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და აშკარად მზარდი ანტირუსული რიტორიკაა, -აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე განაცხადა.
დეპუტატ ლუკა კურტანიძის სიტყვით გამოსვლისას პარლამენტში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაპირისპირებისას უმრავლესობის დეპუტატები კარლო კოპალიანი და ომარ ნიშნიანიძე აქტიურობდნენ.
ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინათ გამოაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილ მდგომარეობაზე დღეს კომენტარი ბათუმში გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.