"ძალიან სამწუხაროა, რომ თვითმმართველობაზე შეიქმნა ნეგატიური აზრი ზოგადად წარსულის პრეცედენტების გამო, როდესაც გარკვეულწილად თვითმმართველობის და სტუდენტების აბსოლუტურად გულწრფელ პროტესტს პოლიტიკოსები იყნებდნენ საკუთარი მიზნების მისაღწევად" - პრემიერი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბოლო დროს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაზე და ინსტიტუტებზე გამოთქმულ ბრალდებებს და პოლიტიკურ განცხადებებს შეეხო და აღნიშნა, რომ "თითოეული სიტყვა გამოთქმული ამ ინსტიტუციების დისკრედიტაციის კუთხით, ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს".
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ღირსების საკითხია, დაუსვას წერტილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით საზოგადოების დაშანტაჟებას. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიებაში გარკვეული პროგრესი შეინიშნება.
"აუდიტორია N115"-ის წევრების ინფორმაციით, თუ მათი მოთხოვნები 16 აპრილამდე არ დაკმაყოფილდება, ისინი საერთო სტუდენტურ გაფიცვას დაიწყებენ. ამის შესახებ თსუ-ს პირველის კორპუსის წინ გამართულ აქციაზე "აუდიტორია N115"-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ გვიან ღამით განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატთან, კობა გვენეტაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საუბრის ძირითადი თემა ეროვნული ვალუტის კურსი და ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე არსებული პოზიტიური ტენდენციები იყო.
შეერთებული შტატები დაჟინებით მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამერიკელი სტუდენტი, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის 15 წლით პატიმრობა მიესაჯა და მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში სასჯელის მოხდა მოუწევს.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამგეობის სამსახურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოსმენა დღესაც გაგრძელდა.
თბილისის პროკურატურაში ვასილ ჯამალაშვილის დაკითხვა დასრულდა. პროკურატურის დატოვების შემდეგ ჯამალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დაკითხვა ძალიან მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება.
"მე დამრჩა ასეთი განწყობა, რომ ჩვენი შეხვედრის ტონალობა იყო საქმიანი," - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.