თეა წულუკიანმა დიდ ჯიხაიშში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
დღეს "მემარცხენე ალიანსის" თავმჯდომარე კახა ძაგანიამ და პარტიის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურა თენაძემ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს.
უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ბოლო დროს ინტერნეტით გავრცელებეული ფარული ვიდეო ჩანაწერები წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იყოს მომზადებული და გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ამის გადაბრალება ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის და დღევანდელი ხელისუფლებისთვის უნდათ.
ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფხალაძის ადვოკატმა ნანა ფილაურმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში, პროცესის დაწყებამდე განუცხადა, რომ დაცვის მხარე 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს მე-4 განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოდან სომხეთის მიმართულებით გასვლისას, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული ჰუსეინ თ. დააკავეს.
თბილისში პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. მერიის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიამ ერთი დღის განმავლობაში ჩამონგრეული კედლის ნაცვლად ახალი დამცავი ფენა მოაწყო. აღდგა საავტომობილო მოძრაობა და პუშკინის ქუჩის გაფართოების სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები თსუ-ს რექტორს, ვლადიმერ პაპავას მოუწოდებენ, რომ არ გადადგეს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან, რადგან მათი აზრით, რექტორის მიერ პოსტის დატოვება ამ ვითარებაში, უფრო მეტ პრობლემას მოუტანს უნივერსიტეტს.
"ყველაფერი, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე ან ცხინვალის რეგიონში, ხდება ჩვენს ტერიტორიაზე, ასეთია ჩვენი მიდგომა," -აცხადებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში მორიგი შეხვედრის წინ, რომელიც დღეს გაიმართება.
ელჩების სამუშაო ჯგუფი ფარული ჩანაწერების გავრცელების გამო შეშფოთებას გამოხატავს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.