ეროვნულმა ბანკმა დღეს (17 მარტი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0083 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩთან, პასკალ მონიესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ოკუპაციის კანონი გაუქმდება, როდესაც აღარ იქნება ოკუპაცია,- განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის გუშინ პრაღაში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აუცილებლობაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
ანკარაში 13 მარტს განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა სამხედრო დაჯგუფებამ "ქურთისტანის გათავისუფლების ქორებმა" აიღეს.
თუკი ჩვენს მეზობელს ჩვენთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემის პრინციპს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მიერ გუშინ პრაღაში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
უცხოეთიდან ჩამოყვანილი ცნობილი არტისტების კონცერტებზე ბილეთები სიმბოლურ ფასად გაიყიდება, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსის ოთარ ძიძიკაშვილის განცხადებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში შეტანილი თანხა, მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში 100%-ით გადაეცემა მის მემკვიდრეს.
"მე არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და წუწუნს, რომ თურმე რა დღეში ვარ და როგორ მემუქრებიან, მე გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ გამოძიებას დავეხმარო, - ეს განცხადება ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პროკურატურაში დაკითხვამდე გააკეთა.
"გუდვილში" ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა დაკვამლიანების გამო ადგილზე სახანძრო ბრიგადები ჯერ კიდევ მუშაობენ. ჰიპერმარკეტთან ამ დრომდე რჩება პოლიცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.