ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიწის რეფორმის ფარგლებში შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად სახელმწიფო მოქალაქეს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს შესთავაზებს. მედიატორების, მათ შორის, სანოტარო მედიაციის, მეშვეობით სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად − სასამართლო დავის გარეშე, მოგვარებაში დაეხმარება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო" ფარგლებში, დასუფთავების აქცია გაიმართა და ბანერები წარწერით „სუფთა გარემო ჩვენი ღირსების საქმეა – ნუ დაანაგვიანებთ!" დაიდგა.
შპს "სტუდია მაესტროს" თანამშრომლები კომპანიის ყოფილ დირექტორს, ეთერ (ბაია) გადაბაძეს თავდასხმასა და საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით "სტუდია მაესტროს" თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ.
2016 წლის 17 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3230 შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ფრანგ მილიარდერს, რომელიც თბილისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა“ და EY საქართველოს მოწვევით ესტუმრა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს შაბათს, 3 საათზე, სახელმწიფო კანცელარიაში შეხვდება. საუბრის მთავარი თემა საარჩევნო კოდექსი იქნება. ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს მიაჩნიათ, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნები აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული.
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული თინათინ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით გორში დააკავეს.
შეერთებული შტატების განცხადებით, ისლამური სახელმწიფოს ჯგუფმა იეზიდების, ქრისტიანებისა და შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ გენოციდი მოაწყო.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომას მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე უძღვებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.