კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემს საზოგადოებას არავის დავატერორებინებ, - აღნიშნული კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით დღეს გააკეთა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე კობა გვენეტაძე დანიშნა. გიორგი მარგველაშვილმა გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი დაიცავს იმ პოზიციას, რომლის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას სჭირდება.

სრულად...

პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ინფლაციის გათვალისწინებით, ინდექსაციის პირობებში მოხდება, რასაც ახალი, დაგროვებითი კომპონენტი დაემატება, - საპენსიო სისტემის შექმნის კუთხით განხორციელებული სამუშაოსა და საპენსიო სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მოისმენს.

სრულად...

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის (კმ138–კმ152) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სრულად...

მთავრობის ადმინისტრაციაში მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტს სახელი გადაერქმევა და სხვა დატვირთვას შეიძენს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

აპრილიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უმაღლესი კლასის არტისტების მონაწილეობით კულტურული ღონისძიებების სერია განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება, - წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში მინერალური პროდუქტებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ხის გადამამუშავებელი ინოვაციური ქარხნის აშენების პროექტების დაფინანსება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

სრულად...

ბრიტანელი ვარსკვალავი რობი უილიამსი შესაძლოა საქართველოში ჩამოვიდეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო კობახიძის განცხადებით, საუბარი კონცერტების თბილისსა და ბათუმში გამართვას უკავშირდება.

სრულად...

ინგა გრიგოლია ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მთავარ პროკურატურაში  დაიბარეს.

სრულად...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა. ჯერჯერობით კი დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ დალუქული 115-ე აუდიტორია, რომელიც სტუდენტთა ერთი ნაწილის აქტიური შეკრებების ადგილი იყო, კვლავ არ გახსნილა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი