სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.
ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ მასუდ აჰმედდთან საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა განიხილა და ფონდის პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრა.
სტუდენტებთან განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის შეხვედრას თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა ბუნებრივ ფაქტად მიიჩნევს, რადგანაც მისი თქმით, უნივერსიტეტი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია და როდესაც უნივერსიტეტში "ხდება ის, რაც დღეს ხდება, განათლების მინისტრის დაინტერესება, ბუნებრივია".
"უნივერსიტეტსაც და სტუდენტებსაც დავეხმარები იმ საკითხის გამოძიებაში, რომელიც უკავშირდება ე.წ. ოდეერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საგანგაშო, იმიტომ, რომ განათლების სისტემაში, მითუმეტეს, უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში "ოდეერს" არაფერი ესაქმება," აღნიშნული განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თსუ-ს სტუდენტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ბარაქ ობამამ თეთრი სახლის დასაკავებლად მებრძოლი კანდიდატები გააფრთხილა, არ დაუშვან დაძაბულობის წარმოშობა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განცხადება, დონადლ ტრამპის მიერ ჩიკაგოში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან დაგეგმილი შეხვედრის არეულობისა და შეხლა-შემოხლის გამო გაუქმების შემდეგ გააკეთა.
„ფარული ვიდეო ჩანაწერის გავრცელება არის მიმართული პირადად პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ, - ეს განცხადება საპრალმენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „რუსთავი2“ -ზე "კურიერში" გააკეთა.
„მე პირდაპირ გეტყვით, არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი მართავს უშიშროების სტრუქტურებს, კონკრეტულად მოადგილეზე არის პირდაპირ გასული, პირდაპირ იღებს დავალებებს ის ადამიანი,“ - აღნიშნული განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ „რუსთავი2“-ზე ბათუმიდან პირდაპირ ეთერში ჩართვისას გააკეთა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე კვირის წინათ ტყვიებით და ჩაქუჩებით გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის, ჩვენს ერთ-ერთ ლიდერს, მე-2 შემთხვევაში კი მორალური მკვლელობა იყო დაგეგმილი ერთ-ერთი ჩვენი ლიდერის,“ აღნიშნული განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ „რუსთავი2“ -ზე „კურიერში“ ბათუმიდან პირდაპირ ეთერში ჩართვისას გააკეთა.
ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალები წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა, მაგრამ ის უკვე დღევანდელი ხელისუფლების ხელშია და შესაბამისად, ისაა პასუხისმგებელი მის გავრცელებაზე. ალასანიამ ამის თაობაზე „რუსთავი2“ -ზე "კურიერში" ბათუმიდან პირდაპირ ეთერში ჩართვისას ისაუბრა.
პირდაპირი შეტევა, რომელიც მიიტანეს "თავისუფალ დემოკრატებზე, ვერ შეგვაშინებს, ეს უფრო მეტად გაგვაძლიერებს, - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა ამის შესახებ დღეს ტელეკომპანია "იმედში" პირდაპირი ჩართვისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.