ე.წ. შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მთავარი პროურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, ასევე ვაკე-საბურთალოს პროკურორი ნიკა სანიკიძე და მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი დაიკითხნენ.
ჯავახეთის ქ.#66-ში არსებული ტერიტორიისთვის სარეკრეაციო სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო დავის დასრულებამდე ვერ მიიღებს.
თბილისი საახალწლოდ დღეს, 17:38 საათზე განათდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, წელს ცენტრალური ქუჩები - რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი და კოსტავას ქუჩა ახალი დიზაინით და ილუმინაციებით მოირთო.
ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირის გადაწყვეტილებებს და იმ ფორმატს, რასაც ის გვთავაზობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
მომავალი წლიდან დამრღვევ მძღოლებს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები შეუმცირდებათ. "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მართვის მოწმებას 100 ქულა ენიჭება, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს.
ცოტა ხნის წინათ რამდენიმე გასროლა მოხდა თბილისში, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა 2 მოქალაქეს ცეცხლი გაუხსნეს.
გარეშე ფაქტორები ჩვენს გეგმებს არ ცვლის, - ასე უპასუხა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მედიის მიერ დასმულ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია თურქეთ-რუსეთის დაპირისპირების ფონზე რუსეთში ციტრუსების ზრდის ტენდენცია.
რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა არის უკიდურესად არასახარბიელო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის რაგბის ფედერაციაში 20 დეკემბერ დანიშნული არჩევენის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ სფეროს, რომელშიც ყველაზე დიდი წარმატეტები გვაქვს, "რაიმე ჩრდილი და ტალახი არ მოეცხოს".
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრაზე საბჭოს წევრები მურუსიძისგან დაინტერესდნენ გახმაურებულ, მათ შორის გირგვლიანის და მოლაშვილის საქმეებზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.