მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სამმა წევრმა და ადგილობრივი ორგანიზაციის 300-მა წევრმა პარტია დატოვა და "ქართულ ოცნებაში" გადავიდნენ. განცხადება, მამედ მამედოვმა, რამიზ გულმამედოვმა და ნიზამ ვალიევმა მარნეულის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთეს.

სრულად...

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ თუ საპარლამენტო არჩევნებს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებივით ჩაატარებთ, არ გეგონოთ რომ ხავერდოვნად ჩაივლის.

სრულად...

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2 ოქტომბერს პარლამენტის წინ მომხდარი ინციდენტის მონაწილეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. "თავისუფალი ზონის" და "ნაციონალური მოძრაობის" სამი წარმომადგენელი სამართალდამცავებმა დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის კობა კობალაძის განცხადებით, ბრისტოლში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საკრებულოს წევრებმა საკრებულოს უკვე სრული და დეტალური ხარჯთაღრიცხვა წარუდგინეს.

სრულად...

თბილისში დღეს არსებული ავტობუსების ახლით ჩანაცვლება მომავალი წლიდან დაიწყება. როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, დედაქალაქის ავტოპარკი  სრულად, თუმცა დროში გაწერილი სქემის მიხედვით განახლდება.

სრულად...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ახალ თანამდებობაზე მუშაობა დღეს დაიწყო. კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დღეს სამუშაოზე პირველად გამოცხადდა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

სრულად...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თემის რწმუნებული, მერაბ საცერაძე დააკავა.

სრულად...

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა მის მიმართ არსებულ ბრალდებებს დღეს გაამრთულ ბრიფინგზე უპასუხა. დვალის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე სცემა, ტყუილია.

სრულად...

ახლად დანიშნული ნოტარიუსი ვალდებული იქნება, პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობა მაღალმთიან ან ისეთ დასახლებაში განახორციელოს, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის. უარის შემთხვევაში, პირი ნოტარიუსად ვერ დაინიშნება. ამას, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

სრულად...

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლს შეხვდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი