გურჯაანში მევენახეებმა საპროტესტო აქციები განაახლეს. აქციის მონაწილეებმა თელავი-თბილისის გზა დღეს ისევ გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს ყოფილი პრემიერ – მინისტრის შვილის, უტა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო ჩართვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ არასდროს ყოფილა არა თუ ასეთი, ამის ნახევარი ინტერესიც კი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში სექტორში 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა რთველთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ყურძნის ფასთან დაკავშირებით გლეხების ნაწილის უკმაყოფილება მათთვის არასათანადო ინფორმაციის მიწოდებას დაუკავშირა.
მიხეილ სააკაშვილი იქნება შესანიშნავი პრემიერი, საქართველოსი - ამის შესახებ გამოცემა ბრიტანულ გამოცემა Independent -ს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განუცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციაში“ მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რთველის პოლიტიზება დაუშვებელია. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა პორტალ "კვირაში" გამართულ ბრიფინგზე განაცახდა, კახელი მევენახეების მიერ გამოხატული პროტესტი, ყურძნის ფასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ყურადღების ცენტრში უმალვე მოექცა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და ამ დროისათვის რეგიონში გადამუშავებულია 7,1 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 1 700 ტონამდე _ რქაწითელი, 2 320 ტონამდე _ საფერავი, 375 ტონამდე _ კახური მწვანე და 2 700 ტონამდე _ სხვა ჯიშის ყურძენი.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა რთველთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყურძნის ფასს არეგულირებს საბაზრო ეკონომიკა, თუმცა, მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ყურძნის ფასი ქვეყანაში ნორმალურია.
საქართველოს პარლამენტის მუშაობა არის მნიშვნელოვნად უფრო გამჭვირვალე, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ამას კიდევ მეტი ყურადღება სჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა,
საქართველომ რევოლუციებზე უარი თქვა და უკვე დიდი ხანია განვითარების, ევოლუციის გზით მივდივართ, - აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის (OGP LOWG) საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.