სააკაშვილი სისწრაფეს არის შეჩვეული და ყოფილი პრეზიდენტის სურვილები ოდესის გუბერნატორის შესაძლებლობებს არ ემთხვევა – ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს და სააკაშვილის უკრაინის შესაძლო პრემიერ-მინისტრობის საკითხსაც ეხება.
თქვენი პირველი თანამგზავრი უნდა იყოს წიგნი, წიგნს უნდა კითხულობდეთ და თქვენ გაიგნებთ გზას ჭეშმარიტებისაკენ – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე დღეს სოფ. ძევრის საჯარო სკოლას ეწვია. მან ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, პედაგოგიურ კოლექტივს, მშობლებს და წარმატებები უსურვა მათ.
თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10:30 საათის მონაცემებით მოძრაობა შეფერხებული იყო საბურთალოზე, კერძოდ, ბულაჩაურისა და შარტავას ქუჩებზე, ასევე სააკაძის მოედანზე.
ეგვიპტეში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაციისას, შეცდომით 12 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. მათ შორის არიან მექსიკელი ტურისტებიც.
კასპში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა თუ პირთა ჯგუფმა, ავტოსადგურიდან მოყოლებული ე.წ. წყალსაქაჩის ხიდამდე გალვანიზირებული დიდი ზომის ურნები წააქცია, ხოლო მწვანე მცირე ზომის ბოძებზე განთავსებული ურნები დააზიანა და ძირს ჩამოყარა.
განათლების და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, მისმა მოადგილეებმა, სხვადასხვა დეპარტამენტის, სამხარეო სამმართველოების და განყოფილებების უფროსებმა, რიგითმა პოლიციელებმა შს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების შვილებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და სკოლაში წაიყვანეს.
ჩვენ ვერც ეკონომიკას ვერ განვავითარებთ, ვერც სოფლის მეურნეობას, ვერც მეცნიერებას, ვერც ახალ ტექნოლოგიებს ვერ დავნერგავთ, თუ არ გვეყოლება შესაბამისი განათლებული თაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ წილკანში, საჯარო სკოლაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ლას-ვეგასში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.