ეწერის საჯარო სკოლა, იანეთის პირველი სკოლა, ჯიხაიშის პირველი, მეორე, ჯიხაიშში, ყაზბეგის უბნის საჯარო სკოლა, სოფელ გომის, დაბლა გომის და კორმაღლის საჯარო სკოლები - ესაა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელთაც დღეს სამტრედიის გამგებელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სტუმრობდა.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის განცხადებით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილება შესაძლოა, ფასიანი გახდეს.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის „მოქალაქეთა კავშირიდან“ და უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი მრჩევლის ირაკლი გოგავას ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა საქართველოში ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა.
92 წლის შიმონ პერესმა, ისრაელის ყოფილმა, რიგით მე-9 პრეზიდენტმა (2007 წლიდან 2014 წლამდე) კიევში ძალზე საინტერესო სიტყვა წარმოთქვა. მან უკრაინელებს უთხრა, რომ მათი ქვეყანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მსოფლიოში, სოფლის მეურნეობის სფეროში, თუმცა ურჩია: "თუ გინდათ რამეს მიაღწიოთ, უნდა იმუშაოთ, ციდან არაფერი ცვივა, ჩვენ ისრაელში ბევრს ვმუშაობდით".
ვიცი, რომ ივანიშვილ-ჭოლოკავას ეს ბრალდება სასამართლოს მიერ იქნება გაქარწყლებული, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ე.წ. კაბელების საქმის განხილვა მიმდინარეობდა.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტონი აბოტი ტოვებს. "ბიბისის" ცნობით, მის ადგილს კომუნიკაციების მინისტრი, მალკოლმ ტერნბული დაიკავებს.
„პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ რეგიონულ წარმომადგენლობებში აღმასრულებელი მდივნის ინსტიტუტს ამკვიდრებს“,- განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
პრემიერ-მინისტრი, მიუხედავად იმისა, რომ იზრუნოს პრობლემის მოგვარებაზე და გაჭირვებული ადამიანების დახმარებაზე, პოლიციას ავალებს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დაკავებას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია 2012 წლამდე პერიოდში მომხდარი, მოქალაქეებისთვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 4 ფაქტი, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 ყოფილი თანამდებობის პირი
"კომპანიებში თეთრი ყურძნის ფასი 70 თეთრია. მისი თვითღირებულება 30-35 თეთრს შეადგენს, ანუ გლეხები 100 %-იანი მოგებით აბარებენ ყურძენს", - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ სუბსიდირება და ყურძნის ჭარბი რაოდენობის ჩაბარება სახელმწიფოს 60 მილიონი უჯდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.