საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტს აფასებს.
ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ აუდიოჩანაწერს და ჩხარტიშვილი-ივანიშვილი გუშინდელ შეხვედრას ეხმაურება. ვაშაძის თქმით, ივანიშვილმა წაგვართვა სიტყვები ოცნება, იმედი და ახლა ფოლკლორსაც გვართმევს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი „ბრექსიტის“ მოლაპარაკებებში დიდ ბრიტანეთს „პატივისცემით“ უნდა მოეპყრას. დაუნინგ სთრითზე გაკეთებულ განცხადებაში მან ევროკავშირის ლიდერების შესახებ თქვა, რომ მათი მხრიდან ბრიტანეთის სამთავრობო გეგმაზე უარის თქმა „მოლაპარაკებების ამ ბოლო სტადიაზე“, „მიუღებელია“.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ ჩანაწერში მისი გვარი აშკარად უკანონო გამოძალვისთვისაა გამოყენებული.
გიორგი ქობულია თანხმლებ დელეგაციასთან ერთად, ბრიუსელში ვიზიტად იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო DCFTA-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში.
ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური ეხმაურება „რუსთავი 2"-ის მიერ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ, „ომეგა ჯგუფის" მენეჯმენტის წარმომადგენლები და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ფიგურირებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი მიიღო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 სექტემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გაუფასურდა.
ბატონო ოთარ, თქვენი გამოსვლა საგამოძიებო კომისიის წევრის გამოსვლა კი არ იყო, არამედ ეს იყო არშემდგარი პროკურორის საბრალდებო სიტყვა, რომელმაც არ იცის როგორ დაძლიოს თავის თავში შინაგანი ძალადობა, ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას „ევროპული საქართველოსა" და ამავე კომისიის წევრს, ოთარ კახიძეს.
საპრეზიდენტო არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო შეჯიბრება. სწორედ საპრეზიდენტო არჩევნები და ახალი პოლიტიკური რესურსის პრეზიდენტობა იყო ცვლილებებისა და პოლიტიკური გარემოს გარდაქმნის საფუძველი. ასეთ პრეზიდენტს უნდა შეექმნა ახალი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც გახდებოდა საზოგადოების აქტივიზაციისა და იზოლირებული საზოგადოების გაერთიანების პლატფორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.