„თქვენი ამ პათოსით გამოსვლების შემდეგ, ძალიან მაინტერესებს რა პოზიციას დააფიქსირებთ დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიმუშავა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ და რა პოზიციას დააფიქსირებთ მასში ასახულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით", მიმართა უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართელოს" წევრებს პარლამენტში გამართულ სხდომაზე.
„ევროპულისაქართველოს“ წევრებისხდომათადარბაზიდანგაიქცნენ, განაცხადაფრაქცია „ქართულიოცნების“ ლიდერმამამუკამდინარაძემპარლამენტისსხდომაზე.
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ მოუწოდა ხელისუფლებას გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომელიც კომისიამ დადო და „გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, დასაჯოს დამნაშავეები, მათ შორის ის ადამიანები, ვინც დამნაშავეებს აფარებდნენ ხელს“.
მორალურ პასუხისმგებლობას ამ დარბაზში „ქართული ოცნება" გრძნობს იმაზე, რაც დღეს ხდება? - ამ შეკითხვით „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს მიმართა.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტში გამართულ სხდომაზე მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი დასკვნის გამო, გააკრიტიკა.
„სამწუხაროდ იმ მანდატმა, რაც პარლამენტმა ამ კომისიას უმრავლესობით მისცა, აჩვენა, რომ კომისია რომელიც უმრავლესობით დაკომპლექტდა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებით, ასეთი არ უნდა იყოს“, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში ოპონენტებისადმი მიმართვისას.
„ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე „რუსთავი 2"-ის მიერ დღეს გავრცელებულ კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს ეხმაურება.
თქვენ ფეხქვეშ გათელეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და არაერთხელ დაარღვიეთ უდანაშაულობის პრეზუმფცია, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს პარლამენტის ტრიბუნიდან.
„ჩვენ გადავეცით ეს მმართველობა (დროებითი საგამოძიებო კომისიის) საპარლამენტო ოპოზიციას მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით რა რისკებს უკავშირდებოდა ეს ყველაფერი", განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის, გიორგი ლომიას კითხვის - თუ რატომ ანდეს „ევროპულ საქართველოს“ უმრავლესობა საგამოძიებო კომისიაში - საპასუხოდ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. მან მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა, და ბრძანა, რომ „მძიმე დროს ვცხოვრობთ, მრავალი გაჭირვება ადგას ადამიანებს, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგვცემს მშვიდობას, სიხარულს, სიყვარულს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.