ვანის მუნიციპალიტეტში გორა-უხუთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა და არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება იყო ის თემები, რომლებზეც ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED)პრეზიდენტმა, კარლ გერშმანმა ისაუბრეს.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა ვაშინგტონში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
ჩვენ მოწადინებული ვართ, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამ ძალიან მნიშვნელოვან იდეაში ჩვენ გვაქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ვაშინგტონში აშშ–ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებების მიმართ.
სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცე დაუდასტურა, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა,.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს, აცხადებს, რომ ეს არის აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია, პრეზიდენტობის კანდიდატი პატრიარქის პოზიციას დაეთანხმა, რომელმაც მღვდელმთავრებს არაკორექტული განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი რომან კაკულია აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრი შეგნებულად მოეკიდა თემას ხორბლის გადაზიდვის ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებაც იდეაში სწორი იყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი მიიჩნევს, რომ ავტოტრანსპორტით ხორბლის იმპორტის აკრძალვა სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა დრო და კომუნიკაცია არ აღმოჩნდა მძღოლებისთვის საკმარისი, რამაც პროტესტი გამოიწვია. როგორც პირველ არხს ხანიშვილმა განუცხადა, მინისტრის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა ხორბლის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იმპორტის აკრძალვას, იყო აბსოლუტურად სწორი, ვინაიდან ამას ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მოითხოვს.
„ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი სკანდალურ აუდიოჩანაწერებსა და ხელისუფლების მხრიდან მომდინარე ზეწოლასთან დაკავშირებით პირველ ვრცელ განცხადებას ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ აკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.