თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფ. ახალთერჯოლა-ჩხარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
დაბა ლენტეხში, ლადო მუსელიანის სახელობის ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მაჩუბი კეთდება. როგორც GUARDIAN.GE-ს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მშენებლობას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.
ხორბლის გადამზიდავი, რომელმაც პროტესტი უკიდურეს ფორმას მიმართა, შენობის სახურავზეა ასული და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფინანასთა მინისტრი ადგილზე არ მივა, თავს დაიწვავს.
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, ჭიათურისა და ტყიბულის მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა და მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას სამძიმარი გამოუცხადა იმ ოჯახებს, რომლებსაც სხვადასხვა მაღაროში ოჯახის წევრები დაეღუპათ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახელობის მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს სენატორს, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, როჯერ უიკერს შეხვდა.
საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ვაშინგტონში გაიმართა.
პრეზიდენტობის 19-მა მსურველმა ცესკო-ში მხარდამჭერთა სიები არ წარადგინა. შესაბამისად, მათ არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ. ასეთ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის კინორეჟისორის გიორგი შენგელაიაც აღმოჩნდა. სიების წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ნატო ჩხეიძის მიერ პარტიის დატოვებას ეხმაურება. ინაშვილის თქმით, ჩხეიძე საპარლამენტო ფრაქციაში ყოფნას ისე განაგრძობს, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, იმის მიუხედავად, რომ ნატო ჩხეიძემ პარტია დატოვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარემ, ნინო ზაუტაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადა, რომ სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია იაკობაშვილმა არხის გენერალური დირექტორის, მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს 12 სექტემბრის შეხვედრის ჩანაწერი წაშალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.