თაკო ჩარკვიანის განცხადებით ხალხს სამსახური უნდა, თუმცა სამუშაო ადგილები არ არის, პუბლიცისტი არსებულ სიტუაციას „მიტოვებულ გაძარცულ ქარხანას“ უწოდებს.

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი საყდრისში იმყოფებოდა, საიდანაც განცხადება გააკეთა. ნათელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გადათხარა საყდრისი, რათა მილიონობით დოლარი ეშოვნა. ის ასევე ამბობს, რომ თუ გახდება პრეზიდენტი საყდრისს სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნებს და დარჩენილი ოქროდან მიღებულ შემოსავალს ქვეყნის მოსახლეობას დაურიგებს.

სრულად...

დიღმის ტყე-პარკში მალე მასშტაბური მშენებლობა დაიწყება. „კურიერის“ ინფორმაციით, თბილისის მერიამ წინასწარი ნებართვა გასცა, რათა ტყე-პარკის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური შენობა აშენდეს. მასშტაბურ მშენებლობას დიღმის გამწვანებულ ზონაში ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანია „ანაგი“ გეგმავს.

სრულად...

„ევროპული საქართველოს“ წევრის და ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრთან ერთი კითხვა ჰქონდათ - თვლიდა თუ არა წულუკიანი, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო, რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ ასე თვლიდა. კაპანაძის თქმით, ამ პასუხის შემდეგ წულუკიანმა დიდი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე.

სრულად...

პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მთავარი პროკურატურა აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

კითხვების არარსებობა და სიმწირე ჩემდამი, მიანიშნებს იმას, რომ არც არასოდეს ყოფილა რეალური კითხვები ჩემდამი, აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

სრულად...

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ეგიდითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის“ მხარდაჭერით, გაეროს კუთხე გაიხსნა, სადაც განთავსდა შესაბამისი ლიტერატურა გაერო-საქართველოს შესახებ, ასევე ბუკლეტები და გაეროს ბანერი.

სრულად...

მესტიაში, მყინვარ ლეხზირიდან ყინულის მასა ჩამოიშალა, რამაც წყლის დაგუბება გამოიწვია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

სრულად...

„რეიტინგი ემყარება იმ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც არსებობს ამა თუ იმ ქვეყანაში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის კეთებას. შესაბამისად, ეს წინსვლა განპირობებულია იმ რეფორმებით, რომელიც სამთავრობო პოლიტიკის შესაბამისად ამ მიმართულებით განხორციელდა“, განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა ევროპის პალატის რეიტინგში  საქართველოს გაუმჯობესებული  პოზიციების შეფასებისას.

სრულად...

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მოსმენა ორი კითხვის შემდეგ დასრულდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი