საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ნინო გვენეტაძის წასვლას „ფეისბუქზე“ ეხამურება და აცხადებს, რომ გვენეტაძე „ბოლომდე იყო იმ არაჰუმანური, ანტიდემოკრატიული და კორუფციული სისტემის ნაწილი, რასაც ივანიშვილის სასამართლო სისტემა ქვია“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ტრაპეზს დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ დღეს პოლიტიკური ძალები ძირითად საკითხებზე თუ არ შეთანხმდნენ, ჩამოიშლება ისიც, რაც გააჩნია საქართველოს, როგორც ქვეყანას.
„თუ სასამართლო სისტემა არსებული დამნაშავე სისტემის ნაწილია, მაშინ ეს დამნაშავე სახელმწიფოა და პეტრე ცაავა ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ილაშქრებს", ასე გამოეხმაურა რეჟისორი გოგა ხაინდრავა მეუფე პეტრე ცაავას განცხადებას იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლო არსებული დამნაშავე სისტემის შემადგენელი ნაწილია.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, დღეს, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. წირვის შემდეგ ილია მეორემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და იქადაგა.
საქართველოს პრეზიდენტი ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან წასვლას უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს უწოდებს და ამასთანავე აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში არაერთი მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი სასამართლო სისტემაში მძიმე ვითარების არსებობას უსვამდა ხაზს, უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება, მნიშვნელოვანთან ერთად, „განსაკუთრებით რთული ხდება".
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
ონის მერმა, ემზარ საბანაძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებსა და საკრებულოს დეპუტატებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სავანეთის ონის სატყეო უბნის უფროსი ელდარ რატიანი ესწრებოდა.
ქალაქ გარდაბანში, მიმდინარე წელს, ხუთი საბავშვო ბაღი აღდგება. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიეტუვის საგარეო უწყებამ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციისა და მთავრობის დადგენილების საფუძველზე, უწყებამ ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა, რათა ლიეტუვის რესპუბლიკამ ზემოაღნიშნულ სიაში დაფიქსირებულ პირებზე შეზღუდვები გაავრცელოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.