თბილისის მერიაში, არქეოლოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, საბჭოს წევრებმა არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსის შედეგად მიღებული პროექტები განიხილეს და არქეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა მონაწილეობით, 57 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "ამფეტამინი" ამოიღეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შეახსენებს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებაა, ხოლო საკითხის 2020 წლისთვის გადადებაზე ასე პასუხობს: "რამდენად სამართლიანია, რომ სამართლიანობას გადავდებთ, არ ვიცი".
ხონის მუნიციპალიტეტში 2015 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა - რეაბილიტაცია დაწყებულია. ბახტაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის მოასფალტების სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერა. ჯემალ მებუკე მეგზევეებსა და პროექტზე დასაქმებულ ადგილობრივებს გაესაუბრა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სასტუმრო „რუმს თბილისში" დღეს გაიმართა ყოველწლიური კონფერენცია თემაზე: „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა-შიდა აუდიტის მიღწევები"
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სამსახურისთვის, რომელსაც ევროპას უწევთ მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად საზღვარგარეთ“, - ამ სიტყვებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკიმ ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტთან შეხვედრისას ქართველ სამხედროებს მიმართა.
გვჯერა, რომ სიკეთე, რომელსაც სხვა სახელმწიფოებთან ერთად ვქმნით გლობალური უსაფრთხოების სახით, კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაუბრუნდება ჩვენს სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში განაცხადა
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის გზებზე სასაუბროდ შეხვდა.
პროკურატურამ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის მორიგ 5 ფაქტზე დაასრულა გამოძიება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა 5 დაზარალებულის დარღვეული უფლებების აღდგენა.
თბილისის მერიაში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე, დედაქალაქის მერის მოადგილე - ნინა ხატისკაცი და ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.