თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა 15-წლიანი პატიმრობით შეეცვალათ.
კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერები საკრებულოებში მათივე კოალიციიდან არჩეულ კანდიდატებს შეხვდნენ და მათთან ერთად სამომავლო გეგმები განიხილეს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კრწანისის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.
რეგიონებში მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობის ფარგლებში მილიონობით ლარი იხარჯება. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, მაგისტრალური გაზსადენის გორი-ქარელის 700 მმ დიამეტრის 20კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების 43% უკვე შესრულებულია.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპასთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ქართული პასპორტები უფრო მიმზიდველი გახდება, მათ შორის, აფხაზებისა და ოსებისთვის.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოსადმი ნდობა ისევ ჩნდება და კანონის წინაშე აბსოლუტურად ყველა თანაბარი იქნება - ამის შესახებ მან კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზის" გახსნისას განაცხადა და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ისრაელსა და პალესტინას შორის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის საფრთხეზე საუბრობს.
ედუარდ შევარდნაძის სამების საკათედრო ტაძარში გადასვენებასთან დაკავშირებით ხვალ (11 ივლისი, 2014) თბილისის ერთ ნაწილში სატრანსპორტო მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ტავ ჯორჯიასთან" დასადები განახლებული ხელშეკრულება თურქულ კომპანიას ახალ ვალდებულებებს გაუჩენს. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საერთაშორისო საავიაციო ასოციაციის ექსპერტთა დასკვნამ აჩვენა, რომ "ტავ ჯორჯიას" მიმართ ბევრი პრეტენზია აბსოლუტურად სწორი იყო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პირადად ეწვია საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში. სახელმწიფოს მეთაურმა, აზერბაიჯანელი ხალხისა და მთავრობის სახელით, სამძიმარი გამოუცხადა ქართულ მხარეს ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.