პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოქმედი ხელისუფლება დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების ტრადიციას ამკვიდრებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. 20:00 საათისთვის საარჩევნო უბნები დაიხურა.
არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 12:00 საათისთვის, 258 789-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც მეორე ტურის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 15.09%-ია.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი მთაწმინდის #6 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
საქართველოში პირველად არჩევნების მეორე ტური იმართება; მეორე ტურის გამართვით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რეალურად ვართ მოწოდებული, რეალური დემოკრატია ავაშენოთ ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. როგორც კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა აღნიშნა, 10:00 სთ-ისთვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 117,409-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, რვა თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში, მერისა და გამგებლის პოსტების დასაკავებლად, ერთმანეთს სულ შვიდი პარტიის 42 კანდიდატი უპირისპირდება.
მართლმადიდებლური სამყარო დღეს წმინდა მოციქულების - პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
რუსეთის იმპერიის, სსრკ-ს და თანამედროვე რუსეთის ფედერაციის ძველი და ახლანდელი მმართველები, მუდამ ახდენდნენ აპელირებას იმაზე, რომ კავკასიელებს არ ძალუძთ, ცივილიზებული ურთიერთობები ჰქონდეთ ერთმანეთთან, ირგვლივ მეზობლებთან და ზოგადად სხვა სახელმწიფოებთან.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სოლიდარობის ფონდში თანხების შეტანა გრძელდება. ფონდი საწყის ეტაპზე ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების, ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე იქნება ორიენტირებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.