„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისში არჩევნების მეორე ტურში ჩაერთვება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აკაკი ბობოხიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურას აღარ ხსნის.
ცისკარიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს თავად აწყობდა, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონოდა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს პარიზში ფრანგ კოლეგა ჟან ჟაკ ურვუას შეხვდა.
ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2016 წლის 9 თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, ასევე მნიშვნელოვნად იმატა საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ მას წინასაარჩევნოდ არ უთქვამს, რომ საქართველოში პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდა. მისი განმარტებით, არ ჩამოვიდოდა იმიტომ, რომ "ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი დავედანაშაულებინე მე პირადად და ჩვენი მომხრეები სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებაში".
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ საეჭვოა, „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, განსხვავებული აზრის გათვალისწინება მოხდეს.
საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით.
მარკ გრინი მიიჩნევს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები მთლიანობაში ქართული დემოკრატიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მისი თქმით, პრორუსული ძალის წარმატება განგაშის ზარია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგ შეხვედრასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცლა.
ქალაქ კრაკოვში ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის (ECR) მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ECR-ის ჯგუფში პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ევროპარლამენტარ რიჩარდ ლეგუჩკოსთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.