ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ საქართველო-რუსთთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელს ბილიანა მილოშევიჩს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის (ECR) კონფერენციაში, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრაკოვში იმართება.
„ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრის, მანანა კობახიძის განცხადებით, მისთვის ალოგიკური იყო, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველთა ხმების 27% მიიღო.
საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, უილიამ ლაჰიუს განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, რაც საქართველოს ევროატლნატიკური ინტეგრაციის კურსისთვის დიდი მიღწევაა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია გადაისინჯოს ფართო ჩართულობით, ფართო კონსესუსის საფუძველზე და სწორედ ამისათვის, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, - აცხადებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პრემიერ მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება პრემიერ მინისტრის ინიციატივას და მზადაა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად, დააფუძნოს სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერებს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურში, მათ დაარწმუნონ ერთი ადამიანი მაინც, რომ მხარი “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭირონ.
"ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა არ იგეგმება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.