სიყვარულით, თანამშრომლობით, დაპირისპირების გარეშე ავაშენოთ ეს ქვეყანა, რომელიც ბევრად უკეთესს იმსახურებს, - ასე მიმართა "ვარდების მოედანზე" შეკრებილ მხარდამჭერებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერმა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა.
თბილისში, "ვარდების მოედანზე" შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების წინაშე პირდაპირი ჩართვისას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ "ხალხს მოენატრა დრაივი, ხალხს მოენატრა წინსვლა", რაც "ჩვენი გამარჯვების საწინდარია".
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიტინგზე, თბილისში, "ვარდების მოედანზე" შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართვისას, პარტიის ლიდერმა და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა, რომ "თქვენთან ერთად, აი ამ სამ დღეში, წერტილი უნდა დავუსვათ ამ დაპირისპირებას და ზიზღს".
მსურს მივულოცო და მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მოქალაქეს, ვინც ხელს უწყობს მთავრობას, განახორციელოს რეფორმები, რაც გვაახლოვებს ჩვენს ისტორიულ მიზანთან, ვიყოთ თავისუფალი და ერთიანი ევროპის ნაწილი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან ერთად, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.
თბილისში, "ვარდების მოედანზე" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან შეკრებილი, თუმცა 16:00 საათისთვის დაანონსებული მიტინგი ჯერ არ დაწყებულა. პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ შეკრებილებს ამის გამო ბოდიში მოუხადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
თბილისში "ვარდების მოედანზე" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები იკრიბებიან. მათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდებიან პარტიის აქტივისტები და მხარდამჭერები და საინფორმაციო ხასიათის მიტინგის გამართვის შემდეგ, აქციის მონაწილეები მსვლელობას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმართულებით მოაწყობენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დარწმუნებულია რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით, პასუხი ყველა კითხვას გაეცემა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში პლენარულ სხდომაზე გადაწყდება ის კონკრეტული თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები დაიწყებენ უვიზოდ მოგზაურობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.