„დღეს ამ ხელისუფლების მთავარი სამიზნე ისევე, როგორც ბოლო 1 წელია, არის „რუსთავი 2“. ამ 5 დღის განმავლობაში ეს გაათმაგებული იქნება“,-განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„ოქრუაშვილს არ ვიცი, რა ელანდება ამ შემთხვევაში. ის გამოცდილი ავანტიურისტია და არ არის გამორიცხული, რომ ეს არის გათვლა მისი მხრიდან. ვის რაში უნდა აწყობდეს ახლა ოქრუაშვილზე იარაღიანი ხალხის მისევა?, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.
მე ვფიქრობ, რომ მომდევნო ოთხი წელიწადი იქნება ძალიან შთამბეჭდავი, ძალიან აღმშენებლობითი საქართველოში - აი, გულწრფელად შემიძლია შვილები დავიფიცო, რომ ეს განწყობა მაქვს, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს.
„ამბობენ, რომ, თითქოს, მეორე ტურები ტრაგედიაა და ამ დროს, მე ვთვლი, რომ უამრავი მეორე ტური იქნება. როგორც იქნა თქვაო, „რუსთავი 2“-მა ააგორა, არადა სულ ვამბობდი, რომ იქნებოდა ბევრი მეორე ტური“,- განაცხადა ივანიშვილმა.
შალვა ნათელაშვილი ერთადერთი კაცია საქართველოს პოლიტიკაში, რომელიც ხელისუფლებაში არ მოსულა და ისე გახდა მილიონერი, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას.
„ვფიქრობ, რომ პარტიულ არჩევნებში, პარტიული სია სადაცაა, მინიმუმ 48%-დან მაქსიმუმ 54%-მდე დიაპაზონში „ქართული ოცნება“ მიიღებს მხარდაჭერას. მაჟორიტარულ არჩევნებში კი მინიმუმ 60, მაქსიმუმ 70 მაჟორიტარი უნდა გაიყვანოს „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ყოფილმა ივანიშვილმა.
ეს ქალბატონი ჩამოვიდა დღეს და რაღაც ზღაპრებს ჰყვება, რომ თვალებში ჩახედა თუ ტვინში ჩახედა ამ კაცს და ეს კაცი აღარ იძალადებს და როგორ აღარ იძალადებს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას "ნაციონალური მოძრაბის" საარჩევნო სიის მეორე ნომრის, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
ყოფილი პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შანსი გაჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ შემდეგ მეორე ადგილს საპარლამენტო არჩევნებში „თავისუფალი დემოკრატები“ დაიკავებენ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მისი სიტყვები, რომ ამომრჩევლის 30% ჯერ კიდევ ფიქრობს, ხოლო 150-200 000 ადამიანი "ნაცმოძრაობას" აძლევს ხმას, სიცრუის გასავრცელებლად გამოიყენა.
ყოფილი პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ცუდ დღეშია. ამის შესახებ მან მცხეთა-მთიანეთში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა და აღნიშნულით, ტGFK-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.