გთხოვთ, მიიღეთ თქვენი გადაწყვეტილება, მიგვიღეთ ჩვენ როგორც წევრები ან დარჩით ჩვენთან ამ დარბაზში, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას.
მინდა, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტიკური პროცესი წარვმართოთ როგორმე ისე, რომ არ დავაზარალოთ მედია არც ზედმეტი შეტევებით და არც ზედმეტი მეურვეობით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გუშინდელ შეხვედრაში რაიმე განსაკუთრებული და საგანგებო არ ყოფილა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის განცხადებით, იოსებ სტალინი ქვეყნისთვის საამაყო პირია და სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება. თოფაძის თქმით, მის ამ პოზიციას, მისი თანაგუნდელებიც იზიარებენ. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გოგი თოფაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "მაესტროს ფაქტორში" სტუმრობისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, თუკი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველი მხოლოდ გამოქვეყნებული მასალა გახდა, "ეს უკიდურესად დამაზარალებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ასეთ დოკუმენტზე ასეთი გამოძიება დაიწყო".
პარლამენტს ცესკო-მ დავით საგანელიძის ადგილმონაცვლის კანდიდატურა წარუდგინა. საგანელიძეს პარლამენტში ვლადიმერ აჩბა შეცვლის.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი მთელი კოლექტივის სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს და აღნიშნული უწყებებიდან ითხოვს ახსნა-განმარტებას ტელეკომპანიის ირგვლივ დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებთან დაკავშირებით.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ტარიელ ლონდარიძეს აშკარად ეტყობოდა, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადყოფნა არ ჰქონდა.
პროკურორი ხომ არ ვარ, გენაცვალე, 315-ე მუხლი რა არის, სულ არ ვიცი, - აღნიშნული კომენტარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით გამოძიების დაწყებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.