თუ ვარშავის სამიტზე რუსეთს არ უთხრეს, რომ ევროპა არ დაუშვებს ახალი "რკინის ფარდის" ჩამოშვებას, ეს იქნება კრემლის გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრისგან მივიღე ისეთი შეურაცხყოფა, რომელსაც არ ვიმსახურებ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ტარიელ ლონდარიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის სხდომის იძულებით დატოვების შემდეგ განაცხადა.
ხმაური იყო რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის 3 დეპუტატი დასასწრებად მივიდა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი, ტარიელ ლონდარიძე შეუშვეს.
მოლოდინი, რომელიც ნატო-სთან მიმართებაში აქვს ქართველ ხალხს ფერმკრთალდება, რადგან რეალობა უხეშია - ეს განცხადება თინა ხიდაშელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონეფრენციაზე გააკეთა.
ჩვენ არ გვინდა, გამოვაგზავნოთ ისეთი სიგნალი, რომელიც რუსეთის პროვოცირებას მოახდენს, - ამის შესახებ თბილისში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომ შეუერთდეს ნატო-ს წევრს ქვეყნებს, - ამის შესახებ სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში მიმდინარე სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
საქართველო არის ერთგული და მყარი კანდიდატი ნატო-ს წევრობის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაიმ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მომავალი წლის 26 მაისის კვირეულის ფარგლებში საქართველოში გაიმართება ძალიან მაღალი დონის კონფერენცია, რომელიც ვარშავის სამიტის წინ იქნება ერთგვარი მთავარი გზავნილის შემცველი.
ვამაყობ, რომ ვარ ისეთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის ხალხიც ერთსულოვანია თავის მზადყოფნაში, მიიღოს ცვლილებები, რათა რეალობად აქციოს ჩვენი ევროატლანტიკური ამბიციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდე ინ"-ში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ცალსახად ვაცხადებ, რომ ურთიერთობები რუსეთთან ვერ დალაგდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდე ინ"-ში, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.