მიმდინარე მოვლენები იმათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში ორგანიზაცია "ფრიდუმ ჰაუსის" ყოფილმა პრეზიდენტმა და ადამიანის უფლებების მიმართულებით "მაკკეინის ინსტიტუტის" დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს გააკეთოს განცხადებები კულუარულ საუბრებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის უფროსმა, თინათინ მჟავანაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით გუშინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
ჩვენი დაპირება რაც იყო, რომ იაფი ფინანსების უზრუნველყოფას მოვახდენდით, ეს არის შესრულებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
პოლიტიკოსებს სჩვევიათ ტყუილი და ხშირად ისინი ჰპირდებიან მოსახლეობას საოცარ, აყვავებულ საქართველოს, თუმცა ეს ერთ და ორ წელიწადში ასე არ მოხდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვა გუშუნ ორი საათი გაგრძელდა. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ ბოკერიამ განაცხადა, რომ შეკითხვები მას "სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებულ პორტალებზე გამოქვეყნებული მასალის ირგვლივ დაუსვეს".
"მე ძალიან აქტიური მხარდამჭერი ვიქნები "ქართული ოცნების" მომავალ არჩევნებში, ვიქნები საჯაროდ, არავითარ კანონს არ ვარღვევ, ამის უფლება მაქვს, როგორც მოქალაქეს. ყველა ჩემი რესურსით, რაც შემიძლია, მე მაქსიმალურად მხარს დავუჭერ "ქართულ ოცნებას" და მაქსიმალურად მხარში დავუდგები", -ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძესთან ინტერვიუში, "იმედის" ეთერში გააკეთა.
როცა რეგიონსა და მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, ერთი ქვეყანა ვერ იქნება სუპერწარმატებული, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა "იმედის" ეთერში, ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.
ტელეკომპანია “იმედის" ეთერში საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზეც ისაუბრა. მან ღარიბაშვილის მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის დღითიდღე კარგ პოლიტიკოსად ყალიბდება.
მე ძალიან აქტიური მხარდამჭერი ვიქნები "ქართული ოცნების" მომავალ არჩევნებში, ვიქნები საჯაროდ, არავითარ კანონს არ ვარღვევ, ამის უფლება მაქვს, როგორც მოქალაქეს. ყველა ჩემი რესურსით, რაც შემიძლია, მე მაქსიმალურად მხარს დავუჭერ "ქართულ ოცნებას" და მაქსიმალურად მხარში დავუდგები", -ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძესთან ინტერვიუში, "იმედის" ეთერში გააკეთა.
ბიძინა ივანიშვილი მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლას კიდევ ერთხელ ახსენებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა. "მას ნაზად მიანიშნეს ამაზე და ვერ გაიგო, ახლა მე ხმას ამოვიღებ და ხალხსაც ავიყოლიებ ამაში, რომ ხმა ამოიღონ" - განაცხადა "იმედის" ეთერში ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.