საქართველოს მთავრობის მეთაურის დატვირთული განრიგიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის პოზიციას, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრი წარმოადგენს, - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
„პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები“ ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი, საჭირო და დროული საკანონმდებლო პაკეტია, რომელიც სამართლებრივ სივრცეში არსებულ მახინჯ მექანიზმებს დაანგრევს და პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის ხარისხს გაზრდის“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა “ქურთისტანის მუშათა პარტიის” (PKK) წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებთან დაკავშირებით თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმეთ დავუთ ოღლუ გააფრთხილა. ამის შესახებ თურქული გაზეთი “რადიკალი” იუწყება.
ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (ეეკ) გაწევრიანების შემდგომ ორ წელიწადში, სომხეთმა საგრძნობლად დათმო საკუთარი სუვერენიტეტი. ამის შესახებ რადიო “თავისუფლების” სომხური სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში ევროკავშირის აღმოსავლური პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის ყოფილმა ეროვნულმა კოორდინატორმა ბორის ნავასარდიანმა განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესზე ისაუბრეს.
აშშ-ს ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში იან კელი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამერიკელმა დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათ ოჯახებზე ზეწოლის ფაქტებს განცხადებით ეხმაურება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობაში მყოფმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა Newtimes.az-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით, “აშშ-ს ჩე გევარა”, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეხება.
„ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოშვება არ შეიძლება, რადგან ისინი უარესს გააკეთებენ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.