"ვთვლი, რომ მთავრობის მონაწილეობა მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში ზედმეტად ჭარბია," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პროკურატურის კანონში შესულ ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ეკონომიკურს და ინსტიტუციურ კრიზისზე, ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არსებულ უნდობლობაზე, ასევე ხელისუფლების "ნაციონალური მოძრაობისადმი" და პირუკუ, პოლიტიკურ რევანშზე გაზეთ "რეზონანსთან" საუბრობს.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფუმიო კიშიდა გიორგი კვირიკაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდება.
საჯარო სამსახურში მუშაობენ ძალიან ღირსეული ადამიანები და მათ ღირსეული შრომის ანაზღაურება სჭირდებათ, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, 2016 წლის 1-ელ იანვრამდე, პრემიის მიღების უფლება ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირებს უნდა შეუჩერდეთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით მიმართავს. ასევე დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტ ობამას პატრონაჟით ორგანიზებულ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების და ძალადობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ლიდერთა სამიტზე.
ორშაბათს, რუსეთის პრეზიდენტი ბარაქ ობამასა და იაპონიის პრემიერ-მინისტრს სინძო აბის შეხვდება. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურო (ეუთო/დიაუბ-ი) და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აცხადებენ, რომ ბაქოს მიერ შექმნილი შეზღუდვები ამ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების სარწმუნო დაკვირვებას შეუძლებელს ქმნის.
“რუსეთში ყოველთვის იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან, საჭირო იქნება გადაწყვეტილების მიღება საქართველოს საკითხში, მაგრამ ამასთან ერთად, კავკასიაში რუსეთის გავლენის გავრცელების და საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარების საკითხის გადაჭრის მიმართულებით რომელიმე მიდგომა ჯერ დამუშავებული არ არის”- წერს ცნობილი სომეხი პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი იგორ მურადიანი.
თბილისში რუსეთის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ავლაბრის მოედნიდან პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. ისინი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ ჩავიდეს რუსეთში და გამართოს შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
ჩემი წინამორბედი არ მომწონდა, მაგრამ ერთ რამეში ვცემდი და დღესაც ვცემ პატივს, რომ თქვენნაირებს ხმას არ აღებინებდა. მე კიდევ იმიტომ ვარ მასზე უკეთესი, რომ თქვენ ხმას გაღებინებთ, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი კანდელაკს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.