"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2015 წლის ოქტომბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა, საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილი შუალედური არჩევნები ამომრჩეველის შეცდომაში შეყვანა და საბიუჯეტო თანხების ფუჭი ხარჯვაა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა გამოაცხადა, რომ გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აპირებს.
"გაეროს წესდებაში წერია, რომ ქვეყნიდან უნდა ჩავიდეს მხოლოდ ერთი დელეგაცია - ან პარლამენტის თავმჯდომარე, ან პრემიერი, ან კიდევ პრეზიდენტი. ესე იგი, მილიარდნახევრიანი ჩინეთი აგზავნის ერთ დელეგაციას, ხოლო 3-მილიონიანი გაღატაკებული საქართველო ორ დელეგაციას?
როდესაც ნატო-მ უარი თქვა გაფართოებაზე 2008 წელს, სწორედ მაშინ დაიწყო ომი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა "ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთებული განცახადების თანახმად, საქართველოში იზრდება რუსული ზეგავლენა, როგორც არასამთავრობო სექტორში, ისე პოლიტიკურ პარტიებსა და მედიაში.
რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ბარაქ ობამას შორის უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრა არ იგეგმება. ამის შესახებ თეთრ სახლში აცხადებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნების დაწყებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რუსეთისგან კი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებას ითხოვს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით პოზიტიური დინამიკა სახეზეა, მაგრამ ჩვენ ორმხრივად უნდა შევთანხმდეთ იმ ენაზე, რომელიც გამოყენებული იქნება დეკლარაციისთვის , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ გამორიცხავს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩასული ვლადიმერ პუტინი ბარაქ ობამას შეხვდეს. ლავროვი „შესაბამის სიგნალს“ ამერიკული მხარისაგან ელოდება.
საქართველოს მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენმა ოკუპირებული ცხინვალიდან საოკუპაციო ზოლი გადმოკვეთა და გორის რაიონის სოფლების გავლით ახალგორის მიმართულებით გაფრინდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.