შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ოჩამჩირე-გალის მიმართულებით რკინიგზის მონაკვეთი ისეთივე მკვდარი იქნება, როგორც არის სოხუმი-ოჩამჩირის მონაკვეთი.
ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ქმედებების დიაპაზონი ყოველდღე მცირდება. როგორც ხუხაშვილმა გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, ხელისუფლება დღეს საკმაოდ რთულ ვითარებაშია და ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, რომ "საზოგადოების უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ჩვენ ცუდი ხელისუფლება და კიდევ უარესი ოპოზიცია გვყავს".
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით დღეს არსებული მდგომარეობა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამოძახილია.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა.
საქართველოს მთავრობაში სავარაუდოდ, საკადრო ცვლილებები იგეგმება. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ცვლილება საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს უკავშირდება, რომლის ადგილსაც სავარაუდოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოქმედი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ადგილი აქვს აბსოლუტურად გამოკვეთილ სპეკულაციას და აჟიოტაჟს. პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომიდან მოუწოდა ბიზნესმენებს და მოსახლეობას, ნუ აჰყვებიან მედიის და ექსპერტების მიერ შექმნილ ქაოსს და დაეყრდნონ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ინფორმაციას.
ჩვენი საბოლოო მიზანია შევიმუშაოთ საუკეთესო, დახვეწილი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში განაცხადა.
დღეს ჩვენს წინაშე დგას ამოცანა, შევქმნათ და გავაძლიეროთ თანამედროვე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო და მთელი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ იმ ღირეულებების ირგვლივ, რაც ლაკონურადაა ჩაწერილი ჩვენს უმთავრეს სამართლებრივ დოკუმენტში, კონსტიტუციაში
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციის დღე უქმე დღედ გამოცხადდეს, – ამის შესახებ მან ავლაბრის რეზიდენციაში, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნის საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენითი სამუშაოების დაწყებას პროვოკაციად აფასებს და რუსეთის ფედერაციისგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.