კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს საშუალება მისცემოდა, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსულიყო, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნატო-ს სასწავლო ცენტრთან და ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მთავრობა მუშაობას აგრძელებს, როგორც ერთიანი ჯგუფი, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის კომენტირებისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლობისტური კომპანიების დაქირავებაში ახალი და უჩვეულო არაფერია. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
საქაროთველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
გაერო-ში გამგზავრებასთან დაკავშირებით წამოსული სპეკულაციები აბსოლუტურად გაუგებარია და შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და ამერიკულ ლობისტურ კომპანია Pillsbury Winthrop Shaw Pittman LLP-ს შორის კონტრაქტი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას იურისტი ლევან ალაფიშვილი ავრცელებს.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, რუსეთი მასშტაბური წვრთნებით მთელი მსოფლიოს წინაშე იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ სამხედრო კუთხით ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას შეძლებს.
ხელისუფლებაში დიდი წმენდა იწყება, – ამ სათაურით გაზეთი “ალია“ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე წერს.
სააკაშვილი მალე უკრაინის პრემიერ-მინისტრი გახდება, - ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "კიევ.პრესი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.