ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ამის შესახებ სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დღეს ჩვენ ამაყად ვდგავართ აქ, საქართველოს მიწაზე, რადგან ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნულ სასწავლო ცენტრს "კრწანისში" განაცხადა.
საქართველოს არჩევანი ცხადზე უცხადესია, ვიღწვით დემოკრატიული, განვითარებული, სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყნების ოჯახის წევრობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კრწანისში ნატო-ს სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გახსნეს.
ჩვენ მოწოდებული ვართ შევინარჩუნოთ რუსეთთან პრაგმატული და კონსტრუქციული მიდგომა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ნატო-ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოსაც შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს გააჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი რათა ნატოს წევრობის გზაზე წინ იმოძრაოს.
ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები და უელსის სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების მიმდინარეობა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ნატო–ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე.
ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი მორიგი დადასტურებაა იმის, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება , - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.