იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში MAP-ი არ უნდა იქნას განხილული როგორც ერთადერთი ინდიკატორი წინსვლის და პროგრესის, - ამის შესახებ აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ხვდება. ნატო-ს გენერალური მდივანი თავდაცვის უწყებაში გმირთა მოედნიდან მივიდა, სადაც მან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაფუძნების მნიშვნელობა შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა მიმდინარეობს. იენს სტოლტენბერგს საგარეო უწყებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდგომ შეხვედრამ გაფართოებულ ფორმატში გადაინაცვლა.
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი არის ნატოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ნატო-ს გენერალურ მდივნს იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდება.
საქართველოს მთავრობა "რეგიონული განვითარების შესახებ" კანონზე მუშაობას იწყებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონპროექტის პირველადი სამუშაო ვერსია რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის სხდომაზე განიხილეს
თუ საქართველო ხელს არ მოაწერს ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმებას, მაშინ ცხინვალი თბილისთან კავშირების აღდგენას არ შეეცდება. ამის შესახებ ე..წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა რადიო "კომსომოლსკაია პრავდას"-თან ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებაა. კერძოდ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა რატი ბრეგაძე, რომელიც პოსტს ოფიციალურად 1-ელ სექტემბერს დატოვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.