აფხაზეთში 90-იან წლებში დაწყებულმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა და მისმა შედეგებმა უკვე დროა გვაპოვნინოს პასუხი კითხვაზე - რა სურს აფხაზეთის ორად გაყოფილ საზოგადოებას, იქ, ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველებთან ურთიერთობის ნორმალიზების კონტექსტში განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების მქონე ჩვენს მოქალაქეებს და აქ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დევნილობაში მცხოვრებ ქართველებს და აფხაზებს.
გიორგი გახარიას გზავნილი იმის ხაზგასმად მივიღეთ, რომ ის აპირებს პოლიტიკაში აქტიურად იყოს ჩართული. პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური მოთამაშე შემოვიდა, ვნახოთ, რას იზამს – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ყოფილი პრემიერ მინისტრის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადება და აღნიშნა, რომ გარკვეულ მომენტში, როდესაც სახელმწიფოში პრინციპული საკითხების გადაწყვეტის დრო იდგა, გიორგი გახარიამ სისუსტე გამოიჩინა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიცია მოწადინებულია, რომ ამ ეტაპზე მაინც, „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებიდან რაღაც გამოვიდეს და ახლა დროა, ხელისუფლებამ ცხადად თქვას, რა დათმობებზე მიდის.
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი სოზარ სუბარი ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას - რომ მისი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს, რომლის მიზანიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა იქნება - ეხმაურება და ამბობს, რომ „გიორგი გახარიაზე უკეთ არავინ იცის, საქართველოში ვინ არის პოლარიზაციის სათავე,ეს არის მიხეილ სააკაშვილი“.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს არ სჯერა, რომ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებული გიორგი გახარიას უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს.
ვიცით, რომ გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ გეგმა „ბე“, მისი მესამე ძალად წარმოჩენა უადგილოა, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, საჯაროდ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს სოციალურ ქსელ „თვითერზე“ უბრუნდება და ამბობს, რომ ამჟამად მისი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს, რომლის მიზანიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა იქნება.
ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება პრობლემა იქნება არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ოპოზიციისთვისაც, რადგან ამ უკანასკნელს ბუნდოვანი სტრატეგია გააჩნია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება. ამის შესახებ მიშელი Twitter-ზე წერს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე მისთვის გასაკვირი იყო, ისევე როგორც მისი მთავრობის მეთაურის პოსტიდან წასვლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.