„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ „იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი მას „არ უშვებს ქვეყანაში და „ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში... მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა“, რადგან პარტიას „ადგილზე ლიდერი“ სჭირდება".
აკაკი ზოიძე თავს აძლევს უფლებას და უტიფრად გვიცხადებს, რომ თურმე ნამდვილი ოპოზიცია არ არსებობს და ამიტომ ვერაფერი მოუხერხეს თურმე ,,ნაციონალურ მოძრაობას", ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს აკაკი ზოიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ სხვა ოპოზიციური ძალა არ გამოჩნდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ ყრილობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი მას „არ უშვებს ქვეყანაში და „ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში... მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა“, რადგან პარტიას „ადგილზე ლიდერი“ სჭირდება.
ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მათ შეძლონ პოლიტიკური ზეწოლის საფუძველზე ისეთი კანდიდატების შერჩევა და ისეთი კანდიდატების წარმოდგენა, რომლებიც იქნებიან პოლიტიკურად მოტივირებულნი, ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანონპროექტს.
„დამშვიდდი, ნერვები უნდა დაიმშვიდო მამუკა. ჩემი რჩევაა შენ მიმართ, ნერვებს გაუფრთხილდი", ასე მიმართა „ევროპული საქართველოს" წევრმა, ოთარ კახიძემ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს.
მაქვს პატივი, უკეთ გაგაცნოთ ჩემი სამშობლო - საქართველო, რომელიც ისეთივე უნიკალურია ამ სამყაროში, როგორც თქვენი ამომავალი მზის ქვეყანა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტოკიოში შეკრებილ სტუმრებს, რომლებსაც „ქართულ დღეზე" უმასპინძლა.
მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს „თავისი ჩამოყალიბებული აზრი აქვს ყველაფერზე“ და ყველა გადაწყვეტილებას ისე იღებს, როგორც „თვითონ ჰგონია რომ არის მართალი“.
გავლენიანი ამერიკული გამოცემა „Foreign Policy“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს, სათაურით - „რუსეთის მიერ მიწების შემდგომი მიტაცების ადგილი არ იქნება ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო. ის ევროპა იქნება“.
„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რადიო „სპუტნიკთან" ინტერვიუში აფხაზეთში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები არ დასრულდება, ვიდრე ქართველები და აფხაზები ერთად არ დასხდებიან მოსალაპარაკებლად.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „სპუტნიკთან“ განმარტავს, თუ რატომ არის მისთვის მიუღებელი საქართველოში ნატოში გაწევრიანება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.