პოლიტიკა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლა არა ცუდი, არამედ „პირიქით, ძალიან კარგია“ კვაჭანტირაძისთვის, რადგან „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ მეზობლების მისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამოხატვისა და მეზობლის ძაღლების მიერ მისი ძაღლისადმი „ღიმილიანი და თბილი შეხვედრის“ შემდეგ, ახლა როცა იგი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტსაც დატოვებს, მეზობლის კატებიც „აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცევიან“.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის" დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდნენო ამ დარბაზში მსხდომებიო - ეს ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა მე მსმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დროს, მაგიდაზე ასული მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს სვამდა ზოგიერთი თქვენთაგანი", მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ „ქართული ოცნების" უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

სრულად...

მას შემდეგ, რაც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება ხმების ნაკლებობის გამო საპარლამენტო ურავლესობამ დღევანდელ სესიაზე ვერ შეძლო, „ქართული ოცნების“ რიგებიდან ახლახან წასულმა დეპუტატმა თქვა, რომ დღის ბოლომდე „თავისი ნებით გადადგება ამ თანამდებობიდან“.

სრულად...

„ნაციონალურ მოძრაობას" ნუ გვახსენებს ის ხალხი, „ნაციონალური მოძრაობის" დროს მაგიდის ქვეშ რომ იმალებოდა", ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელებს პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

სრულად...

საქართველოს პარლამენტში,  22 მარტს, პლენარულ სხდომაზე, მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის ახალი მექანიზმის - ინტერპელაციის წესის ფორმატში, საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი წარსდგებიან.

სრულად...

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს განცხადებით, საფრანგეთი ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნები, საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს არ მისცემენ.

სრულად...

ეკა ბესელია სიცრუის ნიადაგზე მომმართავს რაღაც რეპლიკებით, ასე ეხმაურება დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი უმრავლესობის ყოფილი წევრს, დამოუკიდებელი დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელმაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ზარდიაშვილი ზონდერი იყო. 

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საპარლამენტო მანდატის დათმობის შესახებ უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის მოწოდებას ეხმაურება.

სრულად...

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

სრულად...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი