პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ახლახან გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ციხიდან გათავისუფლებული მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი მიიღო, „ჩაიხუტა, თავზე ხელი გადაუსვა, უთხრა, რა მაგარი კაცი ხარო“.

სრულად...

„ევროპულ საქართველოში" დავით კირკიტაძის დაკავებას ეხმაურებიან. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, „ოპოზიციური ფიგურის - კირკიტაძის დაკავება არის ისედაც ღრმა პოლიტიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნის კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და წარმოადგენს დიდ ხიფათს ჩვენი ქვეყნისთვის".

სრულად...

საქართველოში მყარდება რუსული დიქტატურა. იბრძოლეთ ბოლომდე. ეს არის სახედაკარგული პოლიცია, შეშინებული, განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, დავით კირკიტაძემ დაკავებისას.

სრულად...

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ მისი სურვილია შეასრულოს გამაერთიანებლის როლი“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ინაუგურაციის ცერემონიაზე.

სრულად...

თბილისის მერი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებებს, პერმანენტული აქციების გამართვის შესახებ, სასაცილოს უწოდებს.

სრულად...

პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არის გამოსავალი იმ სამკვდრო-სასიცოცხლო ომიდან, რომელიც საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულვამ რამდენიმე წუთის გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მის სახლთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

სრულად...

„სტატუსის მიუხედავად, ყველას დავაკავებთო. უსტატუსო ფარცხალაძე რატომ არ არის დაკავებული?“, განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშია“-ს ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას კვირას გაკეთებული განცხადების შეფასებისას.

სრულად...

„ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ბატონებო და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბიძინა ივანიშვილის და პუტინის საქართველოში“, განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშია“-ს ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ თელავში კვირას გადაადგილებისას პოლიციის მხრიდან მათთვის ველისციხეში შექმნილი მდგომარეობის შეფასებისას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი