„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზოგჯერ ირონიულად მოიხსენიებს 9 წელს - საქართველოს მოსახლეობას ჰკითხონ, როგორი ირონიულად მოსახსენიებელია ის 9 წელი, აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ შაქარიშვილმა „რუსთავი 2"-ს გადაცემაში „არჩევანი" სტუმრობისას გააკეთა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" „9 წელს" ახსენებს და აცხადებს, რომ თუ ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის გამოცდილებას დაივიწყებს და 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში შესაბამის არჩევანს არ გააკეთებს, ქვეყანაში არა 2019, არამედ 2011 წელი დადგება.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა მიმდინარე საარჩევნო კამპანია იყო.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ლანჩხუთში მოსახლეობას მიმართა - „ბედნიერები ხართ? დაპირება აგისრულეს? ჩვენ მოვედით აქ, რომ გკითხოთ, იმსახურებს ქართველი, გურიის მკვიდრი იმ ყოფას, რომელშიც აღმოვჩნდით?“
მსოფლიო ბანმა, საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ, განაცხადა, რომ „თუ ვინმეს კიდევ აქვს იმის ილუზია, რომ შეიძლება, ოცნებამ თავის კანდიდატი, ქალბატონი სალომე გაიყვანოს, ეს არის დიდი უკუსვლა და მე არ ვუსურვებ საქართველოს“.
„საზოგადოებრივი მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ვაშაკიძემ, მოსახლეობას ლანჩხუთში მიმართა, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამომრჩევლებს ხვდება. ვაშაკიძემ განაცხადა, რომ ალბათ, ხედავთ, რომ კამპანია ბინძურ სტადიაში შედის.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზალიკო უდუმაშვილი, სალომე ზურაბიშვილის მიერ არასამთვრობო ორგანიზაციებისადმი გამოხატულ კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოეხმაურა. უდუმაშვილი თქმით, მას შეუძლია, ერთი უფასო რჩევა მისცეს „ქართულ ოცნებას“, გადამალონ თავიანთი კანდიდატი იმიტომ, რომ ყოველი მისი გამოჩენა და განცხადება ახალი სკანდალის მიზეზი ხდება.
ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მზად არის, არასამთვრობო ორგანიზაციებს შეხვდეს.
თბილისობის დღესასწაული ადგილობრივებს და დედაქალაქის სტუმრებს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა მიულოცა.
პარლამენტში საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა გაიხსნა. შეხვედრას მოლდოვის და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეები ესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.