„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცა.
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს იმ ფორმით, როგორც ვისურვებდი რომ წარმართულიყო, არის ძალიან ბევრი ნეგატივი და შეურაცხყოფა, რომელიც კამპანიის ნაწილად იქცა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“, ისევე როგორც მისი საპრეზიდენტო კანდიდატი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ პირდაპირ ტოტალურ შტურმზე არიან გადასული.
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1“ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანა რომ ზურაბიშვილის დამსახურებაა, ძალიან მამაცი ტყუილია.
„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა ხუთშაბათს, თელავში მის მხარდამჭერებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს საელჩოები და საკონსულოები გადაქცეული არიან ივანიშვილის „დანაშაულებრივი რეჟიმის პროპაგანდისა და მხარდაჭერის ცენტრებად“ და საარჩევნო სიებში არ შეჰყავთ ქართული ემიგრაციის ის წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად არიან განწყობილი.
საქართველოს მთავრობა მომდევნო წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების წესს ცვლის და გათანაბრებითი ტრანსფერისა და საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, თვითმმართველობებს დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19% დაუტოვებს. ინფორმაციას droa.ge ავრცელებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვაზე რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა. რიჟვაძემ განაცხადა, რომ დიზაინერების ნებსით თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვერ დაარღვევს. ინფორმაცია აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე, შეიარაღებული ძალები დაბრუნდებიან კონფლიქტის ხაზზე და თუ ვინმე გაბედავს საქართველოს მოქალაქის გატაცებას, მის დაპატიმრებას, ის იქნება ადგილზე ლიკვიდირებული ან დაპატიმრებული, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა ხუთშაბათს, თელავში მის მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ დაგვეუფლნენ ქაჯები, საქართველო წარმოადგენს ქაჯეთის ციხეს და ის სამი ვაჟკაცი არ ჩანს და დაე, ქალებს მივცეთ ეს უფლება, – განაცხადა რეჟისორმა რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში, დამოუკიდებელი და „ქართული ოცნების“ მიერ სრულად მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.
თუ სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა, მეც მოღალატე ვარ მასთან ერთად, – განაცხადა ექიმმა ლადო კახაძემ რუსთაველის თეატრში, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.