ქობულეთში, მინი ფეხბურთში უბნებს შორის შეჯიბრი დაიწყო. შეჯიბრი, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობს, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
აბაშის მუნიციპალიტეტში მარანი-პ/მაისი-გაუწყინარის გზის 4.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
ჩეხურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში PIN“ ხონში ახალი პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, ქალაქში დაწყებულია სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 708 888 ლარს შეადგენს,“ აღნიშნული განცხადება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ guardian.ge -სთან საუბრისას გააკეთა.
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ხონის ისტორიული მუზეუმი ღია კარის დღეს აცხადებს და დაინტერესებულ პირებს შემდეგ ღონისძიებებს სთავაზობს:
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში, სოფელ ხუნწთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო 2 096 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყო დამხმარე ნაგებობი - სანიაღვრე სისტემები, მილხიდები და სხვა.
ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნები“ – ს ფარგლებში ზესტაფონს თანამედროვე მწერლების მობილური ჯგუფი სტუმრობდა. შეხვედრა ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში შედგა.
აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ქალაქ ზუგდიდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა თმოგვისა და ნაქალაქევის სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვარძიისა და წუნდის ტერიტორიაზე მესხური ვაზის 400 ნერგი დარგეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.