ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა, სოციალური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, კულტურული და სპორტული საკითხები განიხილეს დღეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გამართულ სამუშაო თათბირზე, რომელსაც, როგორც სამსახურების ხელმძღვანელები, ისე ა(ა)იპ-ების დირექტორები და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგნლები ესწრებოდნენ.
სოფელ ხუცუბანში მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდა. 800-ზე მეტ აბონენტს სასმელი წყალი შეუზღუდავად მიეწოდება, - ამის შესახებ guardian.ge -ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 6 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათი საერთო ღირებულება 3 მილიონ 300 000 ლარია, - განაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ guardian.ge-სთან საუბრისას.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ ხუცუბანში ალკოჰოლის საწარმო „პარკ გიდა“ და ჩაის დამამზადებელი საწარმო „ემირი“დაათვალიერა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა, ქალაქ მარტვილში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძართან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
„2016 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 50-მდე პროექტი განხორციელდება“ - განაცხადა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლევან ცაბაძემ guardian.ge-სთან საუბრისას.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამწვანების აქცია ჩაატარა. დაბა მესტიაში 280 ძირი არყის ხის, დეკორატიული ფიჭვისა და ნაძვის ხის ნერგები დაირგო, რომელიც გამგეობას საჩუქრად გადაეცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.