საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური სემ პატენთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და მას სააკაშვილის ხელისუფლების ჩრდილოვან მენეჯერს უწოდებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, არხის თანამშრომლებმა, რომლებსაც მაუწყებლის მენეჯმენტმა შრომის ახალი პირობები შესთავაზა, საპროტესტო აქცია გამართეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებს უცხადებს, რომ უმრავლესობამ გამოძიების პროცესში კონკრეტული ხარვეზები გამოავლინა, რამაც გამოძიებისას მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მტკიცებულებების ხარისხზე.
ჩვენს მიერ მომზადებული დასკვნა არის ობიექტური და კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა დაუშვა და ჯერ კიდევ უშვებს გამოუსწორებელ შეცდომას, რადგან მან უზენაესი სასამართლოს შემცვლელი არ დაასახელა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შემქნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის „ქართული ოცნების" წევრები დასკვნის საკუთარ პროექტს წარადგენენ.
„ევროპული საქართველო“ კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. მანამდე მარნეულში „ევროპული საქართველოს“ წევრებიც სწორედ „ძალა ერთობაშია“-ს შეუერთდნენ.
„ევროპული საქართველოს" წევრი და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" წევრებს მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენა არ სურდათ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეხმაურება.
„ქართულ ოცნებაში“ შემავალი ფრაქციის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით დაუჭერდა მხარს სალომე ზურაბიშვილს. მისი თქმით, ზურაბიშვილი არის მებრძოლი ქალბატონი და არასოდეს უკან არ იხევს ამიტომ იქნება საუკეთესო პრეზიდენტი არსებული კანდიდატებიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.